მასწავლებელი მ.სიხარულიძე



                          გაკვეთილის   გეგმა


გაკვეთილის მთავარი თემა ამოცანა:
სწავლების საფეხური დაწყებითი, I კლასი.

მოსწავლეთა პროფილი 28, განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე
მოსწავლეები კლასში არ არიან.

გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა ბავშვებმა გაითავისონ,რა არის ამოცანა,ამოცანის პირობა,
ამოცანის კითხვა,განივითარონ  სოციალური უნარ-ჩვევე-
ბი,თანამშრომლობის უნარ-ჩვევები,შემოქმედებითობისა და ფანტაზიის უნარ-ჩვევები.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები აკავშირებს თვლას,რიცხვებს შორის
დამოკიდებულებებს და შეკრება გამოკლების მოქმედებებს ერთმანეთთან
(მათ.I.3-1.);
ზეპირი ანგარიშისას იყენებს 1-ის ტოლი ბიჯით თვლას,ან
სხვა ხერხს და მოდელის გამოყენებით ახდენს შეკრება
გამოკლების მოქმედებათა ურთიერთშებრუნებულობის
დემონსტრირებას.(მათ.I.3-3.);
ამოიცნობს და აღწერს ბრტყელ ფიგურას.(მათ.I.6. I.6-3.);
რომელიმე ხერხით ქმნის დასახელებული ბრტყელი
ფიგურის მოდელს.(მათ.I.7-1);
სწორად პასუხობს კითხვებზე ობიექტთა ურთიერთმდე-
ბარეობების შესახებ.(მათ.I.7-3.);
აჯგუფებს ცხოველებს და შეუძლია მათი განმასხვავებე-
ლი ნიშნების აღწერა,შეუძლია აღწეროს ორგანიზმები
გარეგნული ნიშნების მიხედვით.(ბუნ.I.2.);
მოსწავლეს შეუძლია გადმოსცეს მარტივი ინფორმაცია
მისთვის ნაცნობ თემებზე.მოსწავლეს შეუძლია მოისმი-ნოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე
ზომის ტექსტები.(ქართ.I.2,ქართ.I.4,ქართ.I.3.-წინასაანბ.
პერ.შემდეგ მისაღწევი შედეგები.);(ქართ.I.3.საანბანო
პერ.შემდეგ მისაღწევი შედეგები.);
მოსწავლეს შეუძლია მუშაობა ინდივიდუალურად და
სხვებთან ერთად.(ს.გ.I.6);
მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური და
ჯგუფური ნამუშევრები.(ს.გ.I.7.);
მოსწავლე პატივს ცემს საკუთარ და სხვის ნამუშევარს  (ს.გ.I.8)
მოსწავლეს შეუძლია ნამუშევრების შექმნა შთაბეჭდილე-ბებისა და წარმოსახვის მეშვეობით(ს.გ.I.4.)
მოსწავლე აკვირდება გარემოში სხვადასხვა ფერს და
ფორმას და შეუძლია დაკვირვების შედეგის ასახვა
ნამუშევარში.(ს.გ.I.3.)

წინასწარი ცოდნა:
სიტყვიერად აღწერს შეკრების,გამოკლების ტოლობისა
და შედეგის ცნებას,ახდენს შეკრება გამოკლების თვალსა-
ჩინოდ დემონსტრირებას,ზეპირად ანგარიშისას იყენებს
1-ის ტოლი ბიჯით თვლას,ქმნის დასახელებული ფორმის
ბრტყელი ფიგურის მოდელს ან გამოსახულებას,სწორად
პასუხობს კითხვებზე ობიექტთა ურთიერთმდებარეობე-
ბის შესახებ.ყოფითი დანიშნულების საგნებში ან მათ
ილუსტრაციებში უთითებს დასახელებულ ბრტყელ
ფიგურებს,აღწერს მითითებულ გეომეტრიულ ფიგურებს.
აჯგუფებს ორგანიზმებს და აღწერს მათ განმასხვავებელ ნიშნებს,გადმოსცემს წაკითხული ტექსტის შინაარსს,
მეტყველებს სწორად, თანმიმდევრულად გადმოსცემს
ფაქტებს,ამოიცნობს ზღაპარს,  დასაწყისისა  და დასასრულის ფორმულების მიხედვით სვამს და პასუხობს შეკითხვებს,წაკითხულ ტექსტთან დაკავშირებით,ილუსტრაციებს
უკავშირებს წაკითხულ ტექსტს,აფასებს წაკითხულს,აფასებს პერსონაჟს და მის საქციელს.  
შეფასების საგანი და პროცედურები:
ზეპირი გამოკითხვა,გრაფიკულ სამუშაო,ინდივიდუა-
ლური მუშაობა,ჯგუფური მუშაობა,მუშაობა წყვილებში.


სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები:
სახელმძღვანელო,გზამკვლევი მასწავლებლისთვის
,,5 წლის ასაკის ბავშვის სწავლა-სწავლების თავისებურე-
ბანი’’,დაფა,ცარცი,ბარათები, ,,საფოსტო ყუთები’’,
პროექტორი,28 კომპიუტერი.
გამოვიყენებ კომპიუტერულ პროგრამებს:  MS Word,
PPf, კომპიუტერულ თამაშებს ,,სახალისო მათემატიკა’’,GCompris.


გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
 გაკვეთილის მსვლელობა


-რომელი გაკვეთილი გვაქვს?(მათემატიკა)
-დღეს მათემატიკის გაკვეთილზე ვიმოგზაუროთ ზღაპრულ გარემოში....იყო და არა იყო რა.იყო ერთი კომბლე,კომბლეს ჰყავდა...
-რამდენი ცხვარი ჰყავდა კომბლეს?(ორი)
-სად გაუშვა კომბლემ ცხვრები?(ტყეში)
-რა შეხვდა ტყეში ცხვრებს პირველად?(მელია)
-რა შეხვდა შემდეგ? (დათვი)
-ბოლოს რა შეხვდა ?(მგელი)
-რა ქნა მგელმა?(ცხვრები შეჭამა)
-როგორი ცხოველები არიან მელა,დათვი და მგელი?(გარეული,მტაცებელი)
-სად ცხოვრობენ?(ტყეში)
-რა ჰქვია მათ მელიის ნაშიეს?(ლეკვი)
-რა ჰქვია დათვის ნაშიერს?(ბელი)
-რა ჰქვია მგლის ნაშიერს?(ლეკვი)
- რა მოვყევით და გავიხსენეთ ჩვენ?(ზღაპარი)
-მოდით ზღაპარი გადავაკეთოთ ამოცანად.
-კომბლეს ჰყავდა 2 ცხვარი.მგელმა ჯერ 1 ცხვარი შეუჭამა
  კომბლეს,  შემდეგ  კიდევ 1. რამდენი  ცხვარი  დარჩა
  კომბლეს?(0)
 -ახლა რა წავიკითხე?(ამოცანა)
 -რამდენი ნაწილისაგან შედგება ამოცანა?(ოთხი:ამოცანის
  პირობა,ამოცანის კითხვა,ამოცანის ამოხსნა და ამოცანის
  პასუხი)
-წავიკითხოთ ამ ამოცანის მხოლოდ პირობა.(კომბლეს
  ჰყავდა 2 ცხვარი.მგელმა ჯერ 1 ცხვარი შეუჭამა,შემდეგ კიდევ ერთი.)
-რა არის ცნობილი პირობის მიხედვით?(კომბლეს ჰყავდა2 ცხვარი)
-კიდევ რა არის ცნობილი?(მგელმა ჯერ ერთი შეჭამა შემდეგ კიდევ ერთი )
-წავიკითხოთ ამოცანის მხოლოდ კითხვა.(რამდენი ცხვარი დარჩა კომბლეს?)
-ე.ი.რამდენი ცხვარი დარჩა კომბლეს?(0)
-როგორ მიხვდით?(2-1-1=0)
-რატომ შეასრულეთ გამოკლება?(იმიტომ რომ ამოცანის პირობა გვეუბნება ჯერ ერთი შეჭამა და შემდეგ კიდევ ერთი)
-კიდევ დავფიქრდეთ და ვუპასუხოთ რატომ შევასრულეთ გამოკლება?(იმიტომ რომ ამოცანა გვეკითხება
რამდენი ცხვარი დარჩა კომბლეს?)
-გავხსნათ კომპიუტერები და შესაბამისი რიცხვითი
გამოსახულება ჩავწეროთ 2-1-1=0
-რა განსხვავება იყო ზღაპარსა და ამოცანას შორის?(ზღაპარი ამბავს გვიყვება,ამოცანა გვეკითხება)   (10 წუთი)


-დავაკვირდეთ სურათს და დამოუკიდებკად შევადგინოთ ამოცანა.
-კურდღელს ჰქონდა 7 სტაფილო.1 შეჭამა.რამდენი სტაფილო დარჩა კურდღელს?
-წაიკითხე ამოცანის პირობა(კურდღელს ჰქონდა 7სტაფილო, ერთი შეჭამა)
-წაიკითხე ამოცანის მხოლოდ კითხვა.(რამდენი სტაფილო დარჩა კურდღელს)
-რამდენი სტაფილო დარჩა?(6)
-როგორ გაიგე?(7-1=6)
-რატომ შეასრულე გამოკლება?(იმიტომ რომ ამოცანა გვეკითხება რამდენი სტაფილო დარჩა კურდღელს?)
-ასეთი ამოცანა რომ ყოფილიყო-კურდღელს ჰქონდა 7სტაფილო.ერთი კიდევ მისცეს.სულ რამდენი სტაფილო აქვს კურდღელს?-როგორ ამოვხსნიდით?(7+1=8)
-რატომ შესრულდა შეკრება?(ამოცანა გვეკითხება სულ რამდენი სტაფილო აქვს კურდღელს?)
-ეს მაგალითიც ჩავწეროთ . (4 წუთი)


-გავხსნათ კომპიუტერებში ამოცანის მოკლე ჩანაწერის სქემა და წავკითხოთ ამოცანა.(წითელქუდამ ტყეში იპოვა
7 სოკო.4 მოხარშა.დანარჩენი გადააგდო.რამდენი სოკო
გადააგდო წითელქუდამ?
-ამოცანის პირობით რა ვიცით?(წითელქუდას ჰქონდა
7 სოკო,4მოხარშა)
-რას გვეკითხება ამოცანა?(რამდენი სოკო გადააგდო
წითელქუდამ?)
-რამდენი გადააგდო?(3)
-როგორ გაიგეთ?(7-4=3)
-რათომ შეასრულეთ გამოკლება?(ამოცანა გვეკითხება რამდენი დარჩა?)
-ჩავიწეროთ მაგალითი.7-4=3  (4  წუთი)


-ვითამაშოთ ,, გაბნეული ბარათი ‘’_ კოდალას გადასცეს
ბარათები ტყეში დასარიგებლად,მაგრამ ერთი ბარათი გაებნა ,მოდით დავეხმაროთ მას ბარათის პოვნაში!(თამაშის წესები ასეთია: მოსწავლეებს ურიგდებათ  ბარათები,  რომელზეც წერია ამოსახსნელი  მაგალითები,უნდა ამოხნან სწრაფად წყვილებში და ჩააგდონ დაფაზე გაკრულ  დანომრილ  ,,საფსტო ყუთებში’ ’(3  წუთი)


-ფიზკულტურული შესვენება .(2  წუთი)


გავხსნათ კომპიუტერში თვითმფრინავის პიტოგრამა და ვესტუმროთ ჭრელას.
-დავხაზოთ მარცხნივ 3 ოთხკუთხედი მარჯვნივ 2 სამკუთხედი.
-რატომ ჰქვია ამ ფიგურას ოთხკუთხედი?(4კუთხე,4წვერო და 4გვერდი აქვს)
-რატომ ჰქვია ამ ფიგურას სამკუთხედი?(3კუთხე,3წვერო და 3გვერდი აქვს)
-დახაზე ერთი მონაკვეთი,ერთი წრფე და ერთი სხივი.
-რა თვისება აქვს მონაკვეთს?(მონ.აქვს დასაწყისი და
დაბოლოება)
-რა თვისება აქვს სხივს?(სხივს აქვს მხოლოდ დასაწყისი და არ აქვს
დაბოლოება,უსასრულოდ გრძელდება)
-რა თვისება აქვს წრფეს?(წრფეს არ აქვს არც დასაწყისი
და არც დაბოლოება,უსასრულოდ გრძელდება ) (5  წუთი)


დამოუკიდებელი სამუშაო:გავხსნათ კომპიუტერებში
მათემატიკის  პიტოგრამა და ვითამაშოთ კამათლებით
ვინც 2წუთში დააგროვებს ყველაზე მეტ მონეტას ის არის
გამარჯვებული. (5 წუთი)


შეჯამება  (2 წუთი)
-რა გავაკეთეთ გაკვეთილზე?(ამოვხსენით ამოცანები,
ვიპოვეთ დაკარგული ბარათი,ავაგეთ გეომეტრიული
ფიგურები,ვითამაშეთ კამათლებით კომპიუტერში)
-როგორი სავარჯიშოები შევასრულეთ?
-რომელი ნაწილი იყო ყველაზე საინტერესო?
-ვინ გამოიჩინა თავი?
-მოგეწონათ გაკვეთილი?